შეფასების კრიტერიუმები


სახელწოდება: შემოქმედებითი მოქნილობის რუბრიკა - საბაზო საფეხურის კლასები
აღწერამოსწავლისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი რუბრიკა შემუშავებულია საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეების თვითშეფასებისათვის, რათა განსაზღვრონ, თუ როგორ იყენებენ შემოქმედებითი იდეების განვითარების სხვადასხვა მეთოდს.
ძირითადი სიტყვებიმოდელი, იუმორი, ენა, გამოგონება, შემუშავება
ინსტრუქციაგამოიყენეთ ეს ჩეკლისტი იმის გააზრებისათვის, თუ როგორ იყენებთ სხვადასხვა სტრატეგიას იმის გასააზრებლად, თუ რომელ შემოქმედებით იდეაზე ღირს მუშაობა.
კატეგორია
კლასი მე-7
საგანიქართული ენა და ლიტერატურა
შეფასების ტიპი შემოქმედებითობა
4
3
2
1
მოდელები / შტრიხები / კანონზომიერება
მე ხშირად ვხედავ მსგავსებებს ძალიან განსხვავებულ ობიექტებსა და იდეებს შორის. მე ხშირად ვპოულობ უჩვეულო კანონზომიერებებს ენაში, ბუნებასა და ქცევაში.
მე ზოგჯერ ვხედავ მსგავსებებს ძალიან განსხვავებულ ობიექტებს შორის. მე ზოგჯერ ვპოულობ უჩვეულო კანონზომიერებებს ენაში, ბუნებასა და ქცევაში.
სხვისი დახმარებით მე შემიძლია დავინახო მსგავსებები ძალიან განსხვავებულ ობიექტებსა და იდეებს შორის. მე ზოგჯერ ვხედავ უჩვეულო კანონზომიერებებს ჩემს გარშემო.
მე მიჭირს იმის დანახვა, თუ რა მსგავსებები აქვს განსხვავებულ ობიექტებსა და იდეებს. მე იშვიათად ვამჩნევ უჩვეულო კანონზომიერებებს ჩემს გარშემო.
იუმორი
მე ხშირად მესმის და ვხედავ იუმორს ენაში, სიტუაციებში, ასევე ჩემს ფიქრებსა და იდეებში. მე ხშირად ვწერ, ვსაუბრიბ, ვიქცები ან ვხადავ ისე, რომ ხალხი სასაცილოდ თვლის.
მე ხშირად ვხედავ იუმორს ენასა და სიტუაციებში. მე ხშირად ისე ვწერ და ვიქცევი, რომ ხალხი სასაცილოდ თვლის.
მე იშვიათად ვხედავ და მესმის იუმორი ჩემს გარშემო. მე იშვიათად ვქმნი, ვიქცევი ან გამოვხატავ ჩემს თავს ისე, რომ ხალხი სასაცილოდ თვლის.
მე ვერ ვხედავ ან მესმის იუმორი ჩემს გარშემო. მე არ ვქმნი, ვიქცევი ან გამოვხატავ ჩემს თავს ისე, რომ ხალხი სასაცილოდ თვლის.
ენა: დაფასება
მე ვამჩნევ ძლიერ, საინტერესო, ჭკვიანურ და ლამაზ ენას წერისას და მეტყველებისას.
მე ვამჩნევ ეფექტურ ენას წერისას და მეტყველებისას.
სხვისი დახმარებით, მე ვამჩნევ ეფექტურ ენას წერისას და მეტყველებისას.
მე ვერ ვამჩნევ თუ როდის არის ენა ეფექტური.
ენა: თამაში
მე მიყვარს სიტყვებით თამაში, ახალი სიტყვების სწავლა ან გამოგონება, მე მიყვარს ცნობილი ფრაზების არაორდინალურად გამოყენება და ხუმრობების, ქარაგმებისა და კალამბურების შექმნა.
მე მიყვარს ახალი სიტყვების სწავლა და გამოყენება, ასევე ხუმრობების შეთხზვა.
ზოგჯერ მე მიყვარს ახალი სიტყვების სწავლა ან ხუმრობების შეთხზვა.
მე არ მაინტერესებს ახალი სიტყვების სწავლა ან ხუმრობების შეთხზვა.
ენა: გამოყენება
მე ენას გამაოგნებლად და უჩვეულოდ ვიყენებ სხვების გართობის, ინფორმირებისა და დარწმუნების მიზნით.
მე ენას ეფექტურად ვიყენებ სხვებთან კომუნიკაციის დროს.
მე მჭირდება დახმარება ენის ეფექტურად გამოსაყენებლად.
მე ენას ეფექტურად არ ვიყენებ.
გამოგონება
მე ხშირად ვფიქრობ ყოველდღიური ნივთების გაუმჯობესებაზე, რათა ისინი უფრო ლამაზი და ეფექტური გახდეს. მე ხშირად ვფიქრობ თუ როგორ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთების უჩვეულო გამოყენება ამოცანის შესრულების მიზნით.
მე ხშირად ვხედავ საყოფაცხოვრებო ნივთების გაუმჯობესების გზებს. მე ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნივთებს არაორდინალურად ვიყენებ.
სხვისი დახმარებით მე ვფიქრობ ხოლმე საყოფაცხოვრებო ნივთების გაუმჯობესების გზებზე. მე მჭირდება დახმარება, რომ მოვიფიქრო, თუ როგორ გამოვიყენო საყოფაცხოვრებო ნივთი არაორდინალურად.
მე არ ვფიქრობ საყოფაცხოვრებო ნივთების გაუმჯობესებაზე. მე იშვიათად ვფიქრობ მათ არაორდინალურ გამოყენებაზე.
წარმოსახვა
მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას და ცოდნას ისეთი იდეებისა და სურათების შესაქმნელად, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის და სხვებისათვის.
მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას ისეთი იდეების და სურათების შესაქმნელად, რომლებიც არ არსებობს რეალურ სამყაროში.
ზოგჯერ მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას ისეთი იდეების და სურათების შესაქმნელად, რომლებიც არ არსებობს რეალურ სამყაროში.
მე ჩემს წარმოსახვას იშვიათად ვიყენებ.  
შემუშავება
როდესაც მე ვწერ, ვქმნი ან ვმოქმედებ, მე ვიყენებ ჩემს ცოდნას და უნარებს რათა შექმნმა ძლიერ, ლამაზი, ეფექტური და მნიშვნელოვანი შედეგები მოცემულ დარგში გამაოგნებელი და უჩვეულო ცვლილებების მოსახდენად ან დამატებების გასაკეთებლად.
მე ვიყენებ ჩემს დარგობრივ ცოდნასა და უნარებს გამაოგნებელი და საინტერესო შედეგების შესაქმნელად.
სხვისი დახმარებით, მე ვიყენებ ჩემს დარგობრივ ცოდნასა და უნარებს გამაოგნებელი და საინტერესო შედეგების შესაქმნელად.
მე არ ვიყენებ ჩემს  დარგობრივ ცოდნასა და უნარებს გამაოგნებელი და საინტერესო შედეგების შესაქმნელად.

No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია დავხვეწეთ პროექტი და მივეცით საბოლოო სახე გავარჩიეთ პროექტები მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს გავითვალისწინეთ...