Thursday, November 1, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია


  • დავხვეწეთ პროექტი და მივეცით საბოლოო სახე
  • გავარჩიეთ პროექტები
  • მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს
  • გავითვალისწინეთ რჩევები
  • კორექტირება გავუკეთეთ რჩევების და რეკომენდაციების შესაბამისად პროექტს
  • გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია
  • წარვადგინეთ ბლოგი

ტრენინგი იყო სასარგებლო, ბევრი რამ ვისწავლე რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში... ტრენინგმა დამანახა ის ნიუანსები, რომელსაც პროექტზე მუშაობის პროცესში ვერ ვამჩნევდი და რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის პროცესში. ვისწავლე ბლოგზე მუშაობა უფრო ეფექტურად... 
ტრენინგი მიმდინარეობდა კარგ გარემოში.... მუშაობა იყო ნაყოფიერი და საინტერესო.... მადლობა ტრენერს ამ საინტერესოდ დატვირთული ცხრა დღისთვის, რომლიდანაც აუცილებლად გამოყენებადი ცოდნა მიმაქვს.

მერვე დღის რელექსია


  • განვიხილეთ მეშვიდე მოდული-ფასილიტაცია ტექნოლოგიები
  • დავათვალიერეთ რესურსებ განყოფილებაში მოცემული ფასილიტაციის დოკუმენტები
  • ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ მოწონებული დოკუმენტები რესურსი.ფასილიტაცია
  • შევქმენით ჩვენი ფასილიტაციის დოკუმენტი
  • მოვათავსეთ საქაღალდე დამხმარეში
  • განვიხილეთ excel-ი მისი მარტივი ფუნქციები
  • განვიხილეთ google form და ვიმუშავეთ მასში
  • ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე

Saturday, October 27, 2018

Сделано на Padlet
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ. განვიხილეთ მოსწავლეთა შესაძლებლობების სხვადასხვა ტიპები. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, სასწავლო პროეტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ნაწილი. დავამზადეთ და განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონი.

Sunday, October 21, 2018

მეექვსე დღე
დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. ავტვირთეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაცია ბლოგზე, ბლოგის დიზაინსა და შინაარსში შევიტანეთ ცვლილება, გავეცანით შეფასების რუბრიკებს, რომლებიც განთავსებული იყო ინტელის საიტზე. შევქმენით შეფასების რუბრიკის ჩვენეული ვერსია და დავიწყეთ სასწავლო პროცედურების ნაწილის შევსება.
ტრენინგის მეხუთე დღე
  • გავეცანით საავტორო უფლებებს.  გავეცანით საიტს "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია
  • გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ
  • ვიხემძღვანელეთ "გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი)
  • სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა
  • ვისაუბრეთ ინფორმაციის მოძიებასა და ინტერნეტში ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე
  • დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში.

Sunday, October 14, 2018

ტრენინგისა მეოთხე დღეს ვისაუბრეთ შეფასების ხუთ მიზანზე, რომელთაგან ოთხი განმავითარებელია და ერთი განმსაზღვრელი. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. შევავსეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილი.
 პროექტის დასრულების შემდეგ გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი და შევადგინეთ პროექტის პრეზენტაცია powerpoint-ის საშუალებით.

მეცხრე დღის რეფლექსია დავხვეწეთ პროექტი და მივეცით საბოლოო სახე გავარჩიეთ პროექტები მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს გავითვალისწინეთ...